ჟურნალისტ ვიკა ბუკიას მიერ შექმნილი სატირული პერსონაჟი – მანანა სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მანანას ვიდეოები, სადაც ის „ქართულ ოცნებას“ ასხამს ხოტბას, ზოგს ძალიან აღიზიანებს, ზოგს პირიქით – ძალიან ახალისებს.
ვიკა ბუკია: მანანა ძალიან სპონტანურად გაჩნდა. ჩემი მეგობარი სალომე არშბა იყენებდა ამ ფილტრს გადასარევად და ერთხელ მეც მოვსინჯე ჩემს თავზე, რა თქმა უნდა, „საშაყიროდ“, სერიოზულად როგორ შეიძლება, ამ გამოსახულების შეხედვა და მალევე მიმავიწყდა. შემდეგ რუსული კანონის მიღება-არმიღების თემები იყო აქტუალური, აქციები ახალი დასრულებული იყო, „ინსტაგრამზე“ შემთხვევით რომ წავაწყდი ისევ ამ ფილტრს და გამოვიყენე. ჩემი თავი რომ დავინახე, ძალიან მომინდა, ახლა უკვე ცნობილი მანანას ხმით და რუსული აქცენტით მეთქვა: „მე წამიკითხეს ეს რუსული კანონი და შიგნით სიტყვა რუსეთი არ წერია“. ეს იყო პირველი და ამას მოჰყვა შემდეგი ვიდეოები, რომელიც უცებ აიტაცეს. ჩემი აზრით, ძალიან უხდება ამ სახეს ეს რიტორიკა (იცინის). სახელი მანანა იმიტომ შევარჩიე, რომ ეს სახელი ჩვენი მშობლების 80 პროცენტს ჰქვია. სხვათა შორის, დედაჩემს მარინა ჰქვია და ნაწყენია, მეუბნება, ჩემი სახელი რატომ არ დაარქვი ამ პერსონაჟსო (იცინის). ბევრს ჰგონია, რომ მანანათი კონკრეტულ ადამიანს „ვაშაყირებ“ და არ არის ასე. მე საერთოდ არ მიყვარს კონკრეტული ადამიანის პაროდია, რა ვქნა, არ მეცინება ამ ჟანრზე, მაგრამ მანანა კონკრეტული არა, კრებითი სახეა. ეს არის საქართველოში, თბილისში, განსაკუთრებით თბილისის ცენტრალურ ნაწილში გაბატონებული ტრენდების შარჟი. მასში მოიაზრება საბჭოთა ნომენკლატურის ხალხი, განათლება რომ რუსეთში აქვთ მიღებული და ხოტბას ასხამენ მას, ყოველთვის კარგად რომ ცხოვრობდნენ, დაახლოებული იყვნენ მთავრობასთან, სარგებლობენ სხვადასხვა პრივილეგიით, არიან მდიდრები, ისევე, როგორც მათი მშობლები და ასე შემდეგ. კითხვის გაგრძელება