"დაუჯერებელი ამბავი გავიგეთ! საშინელება მოხდა!" - ნინო ლომჯარია ვიდეომიმართვას ავრცელებს - bbcnews.ge
საზოგადოება

“დაუჯერებელი ამბავი გავიგეთ! საშინელება მოხდა!” – ნინო ლომჯარია ვიდეომიმართვას ავრცელებს

ირაკლი კობახიძემ საჯაროდ აღიარა, რომ კოდის: UN3439 ქვეშ მყოფი ნივთიერებები იყო სავარაუდოდ შერეული [წყლის ჭავლში]. ამ კოდის ქვეშ ყველა არის ძალიან ტოქსიკური და მავნე ნივთიერება – ხალხო, საშინელება მოხდა. ეს არ იყო წყლის ჭავლი, ქიმიური ნივთიერებების ჭავლი იყო! – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვდნენ პასუხს, თუ რა ნივთიერებები გამოიყენებოდა აქციების დაშლისას მოქალაქეების წინააღმდეგ, უწყებაში განმარტავდნენ, რომ არ იყვნენ დაინტერესებული აღნიშნული საკითხით.

Back to top button