
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში 4 ოქტობრის აქციასთან დაკავშირებით წერს:
“რა არასერიოზულად გამოიყურება ეს ტექსტები რომ თურმე 4 ოქტომბერით რამის ლეგიტიმაცია მიიღო რეჟიმმა.
არაფერი რაც იმ დღეს ქუჩაში ხდებოდა, ერთი წამით რომც დავეთანხმოთ ქოცებს კვალიფოკაციაში, არ ამართლებს
— შეკრების თავისუფლების
— გაერთიანების თავისუფლების
— სიტყვის თავისუფლების
— პოლიტიკური აქტივობის თავისუფლების გაქრობა / გაუქმებას.
ასიათასი ანალოგია შემიძლია მოგიყვეთ გადაცდომის ან დანაშაულის გამო რამდენი რამე უნდა აიკრძალოს მაშინ. ვინც ეხლა ამაზე საუბრობთ სინამდვილეში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები სასიცოცხლო მნიშვნელობის ღირებულებები კი არ გგონიათ, არამედ რაღაც ლამაზი დეკორაცია, რომელიც კი კარგია რომ იყოს, მაგრამ თუ არ არის არაუშავს გადავრჩებით.
ვერ გადავრჩებით! წერტილი” – წერს თინა ხიდაშელი.