საუკეთესო დროა მოსამზადებლად: ნინო კვაჭანტირაძე ნედლი ლობიოს სახლურ რეცეპტს გვიზიარებს - bbcnews.ge
კულინარია

საუკეთესო დროა მოსამზადებლად: ნინო კვაჭანტირაძე ნედლი ლობიოს სახლურ რეცეპტს გვიზიარებს

ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის მომზადებული კერძების რეცეპტები. ისინი ხშირად უზიარებენ გულშემატკივრებს სხვადასხვა ტრადიციული კერძის მომზადების წესებს და უმარტივებენ კულინარიულ საქმიანობას. ამჯერად ნედლი ლობიოს რეცეპტი შემოგვთავაზეს, რომელიც ძალიან მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია.

ნედლი ლობიო ნინო კვაჭანტირაძეს რეცეპტით

ამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

ლობიო, პიტნა, ხახვი, ქინძი, ოხრახუში, წითელი წიწაკა, პრასი, ზაფრანა, ძმარი, ნიგოზი და მარილი

მომზადების წესი:

ვიღებთ ლობიოს და ვდგამთ მოსახარშად. ლობიოს მომზადების შემდეგ ვიწყებთ მწვანილების მზადებას. ქინძს, რეჰანს, ოხრახუშს, პიტნას, პრასს და წითელ წიწაკას ვჭრით, მეორე ჯამში ვამატებთ წვრილად დაჭრილ ხახვს და ზაფრანას, მოვაყრით მარილს და კარგად გადავურევთ. ხახვს და ზაფრანას ვაყრით ლობიოს და სხვა უკვე გამზადებულ მწვანილებს, ამასთან ვაყრით ნიგოზს, ვამატებთ ძმარს და მარილს. ეს ყველაფერი კარგად უნდა გადავურიოთ და ნედლი ლობიო უკვე მზადაა.

დეტალურად იხილეთ ვიდეოში

Back to top button