დატბორილი ქუჩები და სახლები: რა ხდება ამ წუთებში ბათუმში? - კადრები ადგილიდან - bbcnews.ge

დატბორილი ქუჩები და სახლები: რა ხდება ამ წუთებში ბათუმში? – კადრები ადგილიდან

09.08.2025

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჭაობის დასახლებაში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე.

წყალი საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და სარდაფებშიც შევიდა. უხვი ნალექის გამო, შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

რეკლამა
რეკლამის ადგილი