
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, თირკმელზე სიმსივნური კვანძი დაუდგინდა. მისი თქმით, შესაძლოა ჯანმრთელობის დაავადება აქციებზე მის დგომას უკავშირდებოდეს.
მიხეილ რამიშვილი BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სულაც არ არის გამორიცხული, რობოკოპების დასაშლელ ბალონებში ტრიქლორეთილენი ყოფილიყო.
“BBC-ის სტატიაში წერია მეორე ნივთიერება ტრიქლორეთილენი, არის ცნობილი კანციროგენი (კიბოს იწვევს) და მისი გამოყენება ადამიანებთან დაუშვებელია, შესაბამისად დასაბუთებული ვარაუდით რობოკოპებს რომლებსაც ხელში ეჭირათ ბალონი, შესაძლებელია ეს ნივთიერებები ყოფილიყო გამოყენებული, რადგანაც სადაც ახლა ვიმყოფები ემიგრაციაში, ჩამიტარდა გამოკვლევები და თირკმელზე, რომელიც მხოლოდ ერთი მაქვს დამიდგინდა სიმსივნური კვანძი, რომელიც არასდროს მქონია და სრულიად შესაძლებელი ეს განხორციელებულიყო, წყლის ჭავლის და ბალონის გამოყენებისას აქციაზე ჩვენს წინააღმდეგ,“ – წერს რამიშვილი.









