
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი Geo Team-ს დანიაში ცხოვრების, კარიერული წინსვლისა და მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის – პატარა სანდროს შესახებ ესაუბრა.
გიორგი გოჩოლეიშვილის შვილს, სანდრო გოჩოლეიშვილს გასულ წელს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის შემდეგ, ფეხბურთელმა გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია ამცნო – პატარა სანდრო სრულიად გამოჯანმრთელდა და ახლა ოჯახი დანიაში, სრულ იდილიაში ცხოვრობს.
ფეხბურთელის თქმით, შვილს დღეში ორჯერ აუცილებლად ასეირნებს. ხოლო ოჯახს კოპენჰაგენში ცხოვრება მოსწონს. მან Geo Team -ის დასმულ შეკითხვებს უპასუხა და რთული პერიოდი საკმაოდ ემოციურად გაიხსენა.
– ყველა ვინც გიცნობს, გიცნობს ადამიანად რომელიც სულ იცინის, ბავშვური სილაღით გამოირჩევა და ამ დროს, უცებ მივიღეთ სერიოზულად ძლიერი ადამიანი, სად იპოვე ეს ძალა?
– ღმერთი დამეხმარა ამ ძალის პოვნაში. მე რომ ეს ძალა არ გამომეჩინა, ჩემი ოჯახი ასეთ რთულ პერიოდს ვერ გადაიტანდა.
კი, ჩემს თავზე მეტად ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი“, – პასუხობს ფეხბურთელი Geo Team -ს.
– მე ვიცი, რომ ყველაზე ემოციური დღე შენთვის იყო, როცა დროშებით გაცილებენ შენ და სანდროს. ვიცი რომ ემოციებმა მაშინ ერთიანად ამოხეთქა შენში. იმ წამს რას ფიქრობდი?
– ვერაფერს ვფიქრობდი, არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი დასრულდა.
სანდრო გოჩოლეიშვილის მამობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ გაიზრდება ყველაზე ძლიერი ადამიანი იქნება მთელს სამყაროში.
- სპორტული გვერდი გიორგი გოჩოლეიშვილისა და მისი შვილის ამაღელვებელ ვიდეოსაც აქვეყნებს:
“დღის ყველაზე მაგარი მომენტი “გოჩოლასთვის“ – როგორ ხვდება სანდრო გოჩოლეიშვილი ვარჯიშიდან დაბრუნებულ მამიკოს ყოველდღე“