
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
„გაცნობებთ, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, თბილისის ჰაერის ხარისხი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა!
მოხსნილია შეზღუდვებზე სამედიცინო რეკომენდაცია, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის გარეთ აქტივობები რისკს არ წარმოადგენს.
განსაკუთრებული სიფრთხილე მოწყვლადი ჯგუფებისთვის
მიუხედავად საერთო უსაფრთხოებისა, მნიშვნელოვანია, რომ მოწყვლადმა ჯგუფებმა პერიოდულად აკონტროლონ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია. ეს ჯგუფებია:
• ასთმის მქონე პირები
• ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდი) მქონე პირები
• ორსულები
• ბავშვები
რეკომენდაცია: თუ მიეკუთვნებით მოწყვლად ჯგუფს, გირჩევთ, რეგულარულად გადაამოწმოთ ჰაერის ხარისხის ოფიციალური წყაროები, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები“.









