11.03.2025
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც „დაიჯესტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.