ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია - bbcnews.ge

ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია

10.03.2025

თურქეთში, უზუნკუმის რაიონში მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 5 ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავტომობილები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ.

შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.

ექიმებმა დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

რეკლამა
რეკლამის ადგილი