“სიტყვები უძლურია ამ მწუხარების გამოსახატად” – ვინ იყო პედაგოგი, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა – bbcnews.ge
საზოგადოება

“სიტყვები უძლურია ამ მწუხარების გამოსახატად” – ვინ იყო პედაგოგი, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა

წალენჯიხის N:3 და ობუჯის N:1 საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე ადონია მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კოლეგები, მოსწავლეები და მეგობრები ავრცელებენ.

ახალგაზრდა პედაგოგს დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან.

“ჩემო ლამაზო, ძალიან თბილო და ტკბილო მარინე მას, საოცარი ბუნებით, ადამიანობით და სულიერებით ყველასგან გამორჩეულო, არ ვიცი რა ვთქვა, დამამუნჯეთ, ძალიან მენანებით და მენატრებით. ყოველთვის მასწავლებელზე მეტი იყავით ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ყოველი ჩვენი შეხვედრა ჩემს გულს და გონებას მალამოდ ედებოდა, საოცარი აურა გქონდათ…უდიდესი მოწიწება და პატივისცემა ჩემგან თქვენ,

ყოველთვის მეყვარებით და მემახსოვრებით, თქვენი დავიწყება შეუძლებელია, თქვენ ჩვენი ისტორია ხართ! უფალს ებარებოდეს თქვენი ლამაზი, კეთილი და უბოროტო სული.”

“სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც ახლა განვიცდი! ჩემი კეთილშობილი,სიცოცხლით სავსე,ღიმილიანი მარი, წავიდა და დაგვიტოვა უსასრულო სევდა!ჩვენ, ხომ თანასკოლელები ვიყავით მარი,ორი წლის სხვაობით,ერთი ბავშვობა გვქონდა,მე დღემდე მახსოვს

შენი მოსწავლეობა,წუხელის ჩემს თვალწინ გაირბინა ჩვენმა ბავშვობამ,შენმა სილაღემ,სიბეჯითემ და თავდაჯერებულობამ,რომელიც მუდამ თანგდევდა.მიმძიმს,ასევე მიჭირს შენი უსასრულობაში გადანაცვლება!რაღაც იწყება, და მთავრდება,ხშირად უფრო ადრე ,ვიდრე

ველით,მთავრდება ისე, რომ ვერც ვიაზრებთ,უმანკო სული მოდის და მიდის, მიდის სადღაც შორს, უსასრულობაში, იქ, სადაც არის ყველაფერი, და, თან არაფერი!ყველას ვუსამძიმრებ მარის გარდაცვალებას. ყველას, იმიტომ, რომ ყველას დაგვაკლდება, ვისაც კი ერთხელ

მაინც გვინახავს, შევხვედრივართ, გავსაუბრებივართ, ძალიან უსამართლოა ასეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და პროფესიონალის ასე უდროოდ წასვლა, ცალკე და განსაკუთრებულად ვუსამძიმრებ კოლეგებს, პედაგოგიურ საზოგადოებას ამ უდიდესს ადამიანურ და პროფესიულ დანაკლისს!” – წერენ სოციალურ ქსელში.

Back to top button