
აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, სკოლის ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ავტობუსში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა და ის ნიუ-ჯერსიდან ნიუ-იორკის მიმართულებით მოძრაობდა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.