30.05.2025
103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა
ბრიტანელი დოროთი კეტლი დაიბადა 1922 წელს, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კვების ინდუსტრიაში და ბედნიერი იყო ქორწინებაში. იგი 12 წლის ასაკში შეხვდა ქმარს, კლარენს კეტლს და იქორწინა მასზე მეორე მსოფლიო ომის შუა პერიოდში, 1942 წელს. ისინი ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წერს Nationa World. წყვილს ორი შვილი ჰყავდა და დოტის, როგორც მეგობრები ეძახიან, ახლა სამი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი ჰყავს. ქალი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და ასაკის მიუხედავად, აქტიურად არის დაკავებული ფიზიკური ვარჯიშით. მას ასევე უყვარს ზღვა, ამიტომ მოხუცთა სახლის პერსონალმა მისი 103 წლის დაბადების დღე სანაპიროზე მოაწყო.…