
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რომის პაპ ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა.
კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ მიულოცა პაპს არჩევა და წარმატებები უსურვა.
პაპთან საუბრისას პუტინმა ასევე განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი.
„უკრაინის საკითხზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა ინტერესი მშვიდობის მიღწევაში პოლიტიკურ-დიპლომატიურ გზით, ხაზი გაუსვა, რომ კრიზისის საბოლოო, სამართლიანი და ყოვლისმომცველი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის, პუტინმა პონტიფიკოსსს მიღწეული კონკრეტული შეთანხმებების შესახებ განუცხადა, ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის თაობაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოხატა პონტიფიკოსის მიმართ უკრაინის მოგვარებაში ხელშეწყობის გაწევის მზაობისთვის. კერძოდ ვატიკანის მონაწილეობისთვის მწვავე ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში.
„ვლადიმერ პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კიევის რეჟიმი ახდენს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმართ. ხაზი გაესვა, რომ უკრაინის მიერ დღეს განხორციელებული განზრახვითი და მიზნობრივი დარტყმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ერთმნიშვნელოვნად კვალიფიცირდება საერთაშორისო სამართლით, როგორც ტერორიზმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.