103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა - bbcnews.ge
მსოფლიო

103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა

ბრიტანელი დოროთი კეტლი დაიბადა 1922 წელს, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კვების ინდუსტრიაში და ბედნიერი იყო ქორწინებაში.

იგი 12 წლის ასაკში შეხვდა ქმარს, კლარენს კეტლს და იქორწინა მასზე მეორე მსოფლიო ომის შუა პერიოდში, 1942 წელს. ისინი ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წერს Nationa World.

წყვილს ორი შვილი ჰყავდა და დოტის, როგორც მეგობრები ეძახიან, ახლა სამი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი ჰყავს. ქალი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და ასაკის მიუხედავად, აქტიურად არის დაკავებული ფიზიკური ვარჯიშით. მას ასევე უყვარს ზღვა, ამიტომ მოხუცთა სახლის პერსონალმა მისი 103 წლის დაბადების დღე სანაპიროზე მოაწყო.

პლაჟის შემდეგ დოროთის ელოდა საღამოს წვეულება ტორტითა და ბუშტებით.

დოტის თქმით, მისი დღეგრძელობის საიდუმლო ძალიან მარტივია – ის მთელი ცხოვრება უამრავ თევზს და ბოსტნეულს ჭამდა. ქალმა რეკომენდაცია გაუწია ყველას, ვისაც მის ასაკამდე ცხოვრება უნდა დაიცვან ეს დიეტა.

მოხუცთა სახლმა დოროთი ქეთლი თავის საყვარელ ბინადარად დაასახელა. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან გაუხარდათ მის დაბადების დღეზე სანაპიროზე აღნიშვნის ორგანიზება, რათა მას გაეხსენებინა ახალგაზრდობა და ცხოვრების მრავალი ბედნიერი მომენტი.

კითხვის გაგრძელება

Back to top button