
გოგა ბერიძე, ორი შვილის მამაა, მისი ისტორია არის ამბავი, იმაზე თუ როგორ აარიდა ოჯახს აარიდა უმძიმესი ფატალური შედეგი. მისი შვილის, ნიკოს ისტორია, არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიამ – ამ შემთხვევაში ChatGPT-მ – შეცვალოს ერთი ოჯახის ბედი, მაშინ როცა სამედიცინო სისტემა უმოქმედოა.
ექვს თვემდე ნიკო ვითარდებოდა სრულად ჯანმრთელი ბავშვივით, თუმცა მალევე ყველაფერი შეიცვალა. გოგა თავისი ძალებით ცდილობდა გაეგო, რა სჭირდა შვილს, როცა ექიმები მხოლოდ მოთმინებას და “დაკვირვებას” ურჩევდნენ. საბოლოოდ კი სწორედ ChatGPT-ით მიღებული მითითება გახდა გარდამტეხი, სწორედ ხელოვნურმა ინტელექტმა ახსენა პირველად დიაგნოზი: ცისტური ფიბროზი.
გულწრფელ და მძიმე მონოლოგს მამასთან PalitraVideoაქვეყნებს. გოგა შვილზე ზრუნვის პარალელურად ცდილობს სისტემა შეცვალოს და მოითხოვოს სახელმწიფოსგან თანადგომა. ის ასევე საუბრობს ემიგრაციის მტკივნეულ პერსპექტივაზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს და საქართველოში ხელმისაწვდომიც კი არ არის.
გოგა ბერიძის ამბავი – ეს არის ისტორია ბრძოლაზე, იმედგაცრუებაზე, ციფრულ იმედზე და მშობლის უდიდეს თავდადებაზე
“ნიკო რომ დაიბადა ექვს თვემდე არაჩვეულებრივად იზრდებოდა, ვითარდებოდა. ექვსი თვის შემდეგ დაეწყო პრობლემები: წონაში კლება, ენერგიის ნაკლებობა, საჭმელს ვეღარ ჭამდა, ყლაპვა უჭირდა, მისი მდგომარეობა დღითიდღე რთულდებოდა.
ამ პერიოდში სულ დაგვყავდა ექიმებთან და უკუკავშირი იყო ძალიან ზედაპირული, მოდით, ცოტა ხანი რძე არ მისცეთ, დააკვირდით. ბავშვს აშკარად უფრო რთულად ჰქონდა საქმე ვიდრე რძის არ მიცემაში იყო.
ერთ დღეს ნიკომ გაიღვიძა და თვალებს ვეღარ ახელდა, ბავშვი გონზე აღარ იყო. სასწრაფოდ, მორიგ ჯერზე კიდევ ერთხელ გავაქანეთ საავადმყოფოში. ექიმთან რომ მივიყვანეთ, პასუხად იგივე მივიღეთ, რომ რამდენიმე დღე დავკვირვებოდით. გაგრძელება