როგორ ცხოვრობს ქართულ კალათბურთის ლეგენდა ნიკოლოზ დერიუგინი დღეს? - "თბილისში რომ გადმოვედი, ჯერ კიდევ ქუთაისურად ვუქცევდი, "აქანე და იქანე", რაც ამხიარულებდა თანაგუნდელებს" - bbcnews.ge
საზოგადოება

როგორ ცხოვრობს ქართულ კალათბურთის ლეგენდა ნიკოლოზ დერიუგინი დღეს? – “თბილისში რომ გადმოვედი, ჯერ კიდევ ქუთაისურად ვუქცევდი, “აქანე და იქანე”, რაც ამხიარულებდა თანაგუნდელებს”

1982 წლის კო­ლუმ­ბი­ის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი კა­ლათ­ბურთში იმ­დე­ნად ჩახ­ლარ­თუ­ლი და დრა­მა­ტუ­ლი გა­მო­ვი­და, რომ ჩემი ძვე­ლისძვე­ლი ბლოკ­ნო­ტი თუ არ მო­ვიშ­ვე­ლიე, ისე დე­ტა­ლებს ვერ გა­ვიხ­სე­ნებ. მეხ­სი­ე­რე­ბა­ში მხო­ლოდ ის შე­მომ­რჩა, რომ ტუ­რის­ტულ ჯგუფ­თან ერ­თად კო­ლუმ­ბი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლი­სის “დი­ნა­მოს” ვე­ტე­რა­ნი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ლე­ვან ჩხიკ­ვა­ძე; ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებს სჯი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის არ­ბიტ­რი გი­ორ­გი (გოგი) ავა­ლიშ­ვი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა ნი­კო­ლოზ დე­რი­უ­გინ­მა. 30 აპ­რილს მას 65 წელი შე­უს­რულ­და

კო­ლია ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში პირ­ვე­ლად 1975 წელს, სე­სი­ე­ბის დროს და­ვი­ნა­ხე. სკო­ლა ის-ის იყო და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ უკვე თბი­ლი­სის “დი­ნა­მო­ში” თა­მა­შობ­და და სა­ყო­ველ­თაო სიმ­პა­თი­ი­თაც სარ­გებ­ლობ­და. ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, ქალ­ბა­ტო­ნი ზა­ი­რა ნა­თა­ძე კა­თედ­რი­დან კა­თედ­რა­ზე დაჰ­ყვე­ბო­და, რო­მე­ლი­მე ლექ­ტორს გა­მოც­და­ზე რომ არ და­ე­ჩაგ­რა… ტან­მა­ღა­ლი ბი­ჭე­ბი ქარ­თულ კა­ლათ­ბურთს ყო­ველ­თვის უჭირ­და. თა­ვის დრო­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ჩვენს გუნდში ოთარ ქორ­ქია იყო (190 სმ). მერე ან­ზორ ლეჟა­ვა გა­მოჩ­ნდა (210 სმ), 1970-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დი­დან კი კო­ლია დე­რი­უ­გი­ნის (206 სმ) ეპო­ქა დად­გა. იმ დრო­ის­თვის საბ­ჭო­თა ნაკ­რებს უკვე ჰყავ­და კო­ლი­ა­ზე უფრო მა­ღა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი თავ­დამ­სხმე­ლე­ბი, მაგ­რამ დე­რი­უ­გი­ნი ტოლს არა­ვის უდებ­და. პი­რი­ქით, ბევ­რს აშ­კა­რად ჩაგ­რავ­და კი­დეც, გან­სა­კუთ­რე­ბით – 220-სან­ტი­მეტ­რი­ან გი­განტს, ვლა­დი­მირ ტკა­ჩენ­კოს.

კითხვის გაგრძელება

Back to top button