15.02.2025
მახინჯაურის გვირაბთან ტრაგედია – სატვირთო მატარებლის შეჯახებას კაცი ემსხვერპლა
ბათუმში, მახინჯაურის გვირაბთან სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად კაცი დაიღუპა. ინფორმაცია “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 15 თებერვალს, საღამოს მოხდა.