11.09.2025
“ამის მოლოდინი მქონდა, მაკავებენ” – ვრცელდება ლევან ხაბეიშვილის დაკავების კადრები
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. შესაბამის კადრებს „ფორმულას“ დირექტორი მიშა მშვილდაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ხაბეიშვილის დაპატიმრება ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მოხდა.