დაღუპულები არიან 8 და 10 წლის ბავშვები, დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი... თავდამსხმელმა ხალხი ფანჯრებიდან ჩაცხრილა - bbcnews.ge
მსოფლიო

დაღუპულები არიან 8 და 10 წლის ბავშვები, დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი… თავდამსხმელმა ხალხი ფანჯრებიდან ჩაცხრილა

აშშ-ში, მინიაპოლისის კათოლიკურ ეკლესიასა და სკოლაში, ყოველკვირეული წირვის დროს ცეცხლსასროლი იარაღით შენობაში მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები ფანჯრებიდან ჩაცხრილა.

არსებული ინფორმაციით, ორი ბავშვი – 8 და 10 წლის დაიღუპა, სულ მცირე 20 კი დაშავდა, მათგან 10 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

სავარაუდო თავდამსხმელი 23 წლის რობინ ვესტმანია.

Back to top button