დაიღუპა 13 წლის ბიჭი, რომელმაც სწრაფი მომზადების სუპი უმად შეჭამა - bbcnews.ge
მსოფლიო

დაიღუპა 13 წლის ბიჭი, რომელმაც სწრაფი მომზადების სუპი უმად შეჭამა

ეგვიპტეში, 13 წლის ბიჭი მას შემდეგ დაიღუპა, რაც სწრაფი მომზადების სუპის 3 შეკვრა უმად შეჭამა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უმად მიღებული საკვების შემდეგ მოზარდმა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო – დაეწყო მუხლის ტკივილი, ღებინება და ოფლიანობა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, იმ მაღაზიის მეპატრონე დაკითხეს, სადაც ბავშვმა აღნიშნული პროდუქტი შეიძინა. თუმცა, პროდუქტის ექსპერტიზისა და მოზარდის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ის არ მოწამლულა.

dailymail-ი ინფორმაციით, სიკვდილი სავარაუდოდ, ნაწლავების მწვავე პრობლემებმა ან დიდი რაოდენობით უმი სუპის მიღების გამო, საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუვალობამ გამოიწვია.

Back to top button