სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს - მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება - bbcnews.ge
საზოგადოება

სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება

აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, ყო­ფილ ტე­ლე­წამ­ყვან სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი­სა და ყო­ფი­ლი მო­დე­ლის ლიკა შენ­გე­ლი­ას კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ. ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბა – თა­ვი­დან­ვე და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მალე გა­და­ი­ზარ­და, რო­გორც და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ცი­ლის­წა­მე­ბა­ში და ისი­ნი სა­ჯა­როდ ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, როცა და­პი­რის­პი­რე­ბა თით­ქოს მი­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა, სკან­და­ლი ახა­ლი ძა­ლით გა­ნახ­ლდა. ლიკა შენ­გე­ლი­ამ მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის­თვის გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი პოს­ტი, თუმ­ცა სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა ის გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რა­საც სა­პა­სუ­ხო ვი­დე­ო­ე­ბიც მო­ა­ყო­ლა.

ახალ პოს­ტში ლიკა შენ­გე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მე­ში იყო მისი სა­ტე­ლე­ფო­ნო ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებ­და, რომ სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­თან არას­დროს ჰქო­ნია კო­მუ­ნი­კა­ცია. ასე­ვე, ის ახ­სე­ნებს, რომ კი­დევ ერ­თმა პირ­მა, რო­მელ­მაც მისი სა­უ­ბა­რი ჩა­წე­რა, შემ­დეგ ამ სა­უბ­რის ნაც­ვლად მისი შვი­ლის პი­რა­დი სა­უ­ბა­რი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

“ცო­ცხა­ლი რომ გა­დავ­რჩი ორი ადა­მი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ეკა ჭუმ­ბუ­რი­ძის, მე­გობ­რის რო­მე­ლიც სამი ღამე მი­თე­ნებ­და და სი­სუ­ლე­ლეს გა­და­მარ­ჩი­ნა და ჩემი პა­ტა­რე­ბის მა­მის ბი­ძოს წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც გვერ­დი­დან არ მომ­შო­რე­ბია და კლდე­სა­ვით მიდ­გას გვერ­დში და პირ­ვე­ლი წა­მი­დან ოდ­ნა­ვი ეჭვი არ შეჰ­პარ­ვია ჩემს სი­მარ­თლე­ში! მად­ლო­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს და ყვე­ლას თქვენ, ვინც მომ­წე­რეთ, ვინც გა­მამ­ხნე­ვეთ და მაგ­რძნო­ბი­ნეთ, რომ ჩემს გვერ­დით ხართ!

უფალ­მა ას­მა­გად და­გი­ფა­როთ ყვე­ლა! მე არა­ფე­რი მჭირს სა­ი­მი­სო რომ გავ­ჩუმ­დე! პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფა­რუ­ლი ჩა­წე­რა და გავ­რცე­ლე­ბა, ამ­ხე­ლა ცი­ლის­წა­მე­ბა და თავ­დას­ხმა, ცოტა ბევ­რი ხომ არ არის იმის­თვის რომ გა­ჩუმ­დე?! ჩემს შვილს რომ შე­ე­ხო და მისი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი რომ გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მელ­მაც კი­ნა­ღამ დედა და­კარ­გა, მარ­ტო ამას არ ვა­პა­ტი­ებ არც მე და არც უფა­ლი!

ამი­ე­რი­დან მა­გან იკი­თხოს ყვე­ლამ რომ მისი მა­ხინ­ჯი სახე და­ი­ნა­ხა ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­გე­ბით, თო­რემ მე ვაგ­რძე­ლებ ისევ ჩემს ლა­მაზ ცხოვ­რე­ბას ჩემს დიდ ოჯახ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ერთ დიდ შეკ­რულ მუშ­ტად მიდ­გას გვერ­დში!“ – წერს ლიკა შენ­გე­ლია.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა კი ლიკა შენ­გე­ლი­ას ახალ პოსტს ვი­დე­ო­მი­მარ­თვით უპა­სუ­ხა, სა­დაც ამ­ბობს, “უკვე ბრაზ­მაც გა­და­მი­ა­რა“. მან კი­დევ ერთხელ გა­ა­ზი­ა­რა სქ­რი­ნე­ბი, სა­დაც სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს – სა­დაც ჩანს, რომ მას­თან ლიკა შენ­გე­ლი­ას ომუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და. გო­გი­აშ­ვი­ლის თქმით, საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად მივა სა­სა­მარ­თლომ­დე, თუმ­ცა სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს დრო დას­ჭირ­დე­ბა.

რად­გან ორი­ვე მხა­რე აცხა­დებს, რომ აპი­რებს სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას, ეს სკან­და­ლი ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

Back to top button