ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - bbcnews.ge

ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

28.08.2025

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 29 წლის ბიჭი დაიღუპა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.

ახლობლების თქმით, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მცხოვრები თაზო შალიკაშვილი გარდაიცვალა.

“იშვიათად წესიერი, პატიოსანი და კარგი ადამიანი იყო. გლოვობს გეგუთი, გლოვობს იმერეთი”, – ამბობს ახლობელი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

რეკლამა
რეკლამის ადგილი