
აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, ყოფილ ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილისა და ყოფილი მოდელის ლიკა შენგელიას კონფლიქტის შესახებ. ეს არ იყო ჩვეულებრივი დაპირისპირება – თავიდანვე დაძაბული სიტუაცია მალე გადაიზარდა, როგორც დაპირისპირებული მხარეები ამბობენ, ცილისწამებაში და ისინი საჯაროდ ადანაშაულებდნენ ერთმანეთს.
დაპირისპირების დასაწყისი: ბრალდებები და სისხლიანი ფოტოებიყველაფერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით გახდა ცნობილი – როდესაც ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი და ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია ერთმანეთს სტატუსებით დაუპირისპირდნენ. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე გოგიაშვილი ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. ლიკა შენგელიამ საკუთარ პროფილზე ფოტოები და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას თავს დაესხნენ და თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს.
თავის მხრივ, სალომე გოგიაშვილმა “ოჯახების დამანგრეველ ქალებზე“ დაწერა, თუმცა კონკრეტული სახელები არ დაუწერია.
ომხდარს საზოგადოების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაუყოვნებლივ დაასახელეს კონფლიქტის მონაწილეები, რამაც დაპირისპირება საჯარო განხილვის საგნად აქცია. სალომე გოგიაშვილმა ვრცელი ვიდეომიმართვა გაავრცელა და ლიკა შენგელია ცილისწამებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებდა, რომ შენგელიას ბრალდებები “აბსურდული“ იყო და საქმის სასამართლოში გაგრძელებას აპირებდა, რათა თავისი სიმართლე დაემტკიცებინა და შვილების ინტერესები დაეცვა.
ლიკა შენგელიამ ამ ყველაფერს ვრცელი პოსტით უპასუხა. აღნიშნა, რომ მიზანი იყო საზოგადოებას სალომე გოგიაშვილის “ნამდვილი სახე“ დაენახა. შენგელია წერდა, რომ იცოდა, ცილისწამებაში დაადანაშაულებდნენ, თუმცა მისთვის “სიმართლის თქმა“ და თავის დაცვა ამად ღირდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ “ომში“ მარტო უწევდა ბრძოლა, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა ძალას მატებდა.
კონფლიქტის განახლება: ახალი დეტალები და მობილური ჩანაწერებირამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, როცა დაპირისპირება თითქოს მივიწყებას მიეცა, სკანდალი ახალი ძალით განახლდა. ლიკა შენგელიამ მხოლოდ მეგობრებისთვის გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, თუმცა სალომე გოგიაშვილმა ის გაასაჯაროვა, რასაც საპასუხო ვიდეოებიც მოაყოლა.
ახალ პოსტში ლიკა შენგელიამ აღნიშნა, რომ საქმეში იყო მისი სატელეფონო ისტორია, რომელიც ადასტურებდა, რომ სალომე გოგიაშვილთან არასდროს ჰქონია კომუნიკაცია. ასევე, ის ახსენებს, რომ კიდევ ერთმა პირმა, რომელმაც მისი საუბარი ჩაწერა, შემდეგ ამ საუბრის ნაცვლად მისი შვილის პირადი საუბარი გაასაჯაროვა.”ცოცხალი რომ გადავრჩი ორი ადამიანის დამსახურებაა ეკა ჭუმბურიძის, მეგობრის რომელიც სამი ღამე მითენებდა და სისულელეს გადამარჩინა და ჩემი პატარების მამის ბიძოს წყალობით, რომელიც გვერდიდან არ მომშორებია და კლდესავით მიდგას გვერდში და პირველი წამიდან ოდნავი ეჭვი არ შეჰპარვია ჩემს სიმართლეში! მადლობა ამ ადამიანებს და ყველას თქვენ, ვინც მომწერეთ, ვინც გამამხნევეთ და მაგრძნობინეთ, რომ ჩემს გვერდით ხართ!
უფალმა ასმაგად დაგიფაროთ ყველა! მე არაფერი მჭირს საიმისო რომ გავჩუმდე! პირადი ინფორმაციის ფარული ჩაწერა და გავრცელება, ამხელა ცილისწამება და თავდასხმა, ცოტა ბევრი ხომ არ არის იმისთვის რომ გაჩუმდე?! ჩემს შვილს რომ შეეხო და მისი სასოწარკვეთილი ემოციური ფონი რომ გამოიყენა, რომელმაც კინაღამ დედა დაკარგა, მარტო ამას არ ვაპატიებ არც მე და არც უფალი!
ამიერიდან მაგან იკითხოს ყველამ რომ მისი მახინჯი სახე დაინახა ყველანაირი გაგებით, თორემ მე ვაგრძელებ ისევ ჩემს ლამაზ ცხოვრებას ჩემს დიდ ოჯახთან ერთად, რომელიც ერთ დიდ შეკრულ მუშტად მიდგას გვერდში!“ – წერს ლიკა შენგელია.
სალომე გოგიაშვილმა კი ლიკა შენგელიას ახალ პოსტს ვიდეომიმართვით უპასუხა, სადაც ამბობს, “უკვე ბრაზმაც გადამიარა“. მან კიდევ ერთხელ გააზიარა სქრინები, სადაც საპირისპიროს ამტკიცებს – სადაც ჩანს, რომ მასთან ლიკა შენგელიას ომუნიკაცია ჰქონდა. გოგიაშვილის თქმით, საქმე აუცილებლად მივა სასამართლომდე, თუმცა სამართლებრივ პროცედურებს დრო დასჭირდება.
რადგან ორივე მხარე აცხადებს, რომ აპირებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, ეს სკანდალი ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.