უდიდესი ფიზიკური ძალა, 300 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მარცხი და ჩემპიონობა - პრეზიდენტობამდე დიდ სპორტში - აბრაამ ლინკოლნის, როგორც მოჭიდავის ცხოვრება - bbcnews.ge
ისტორიები

უდიდესი ფიზიკური ძალა, 300 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მარცხი და ჩემპიონობა – პრეზიდენტობამდე დიდ სპორტში – აბრაამ ლინკოლნის, როგორც მოჭიდავის ცხოვრება

აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი – აშშ-ის მე-16 პრე­ზი­დენ­ტი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რია. მის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მიღ­წე­ვას თით­ქმის ყვე­ლა იც­ნობს: მან მო­ნო­ბა და­ას­რუ­ლა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა, რი­თაც ქვე­ყა­ნა დაშ­ლის­გან გა­და­არ­ჩი­ნა.

თუმ­ცა ლინ­კოლ­ნის გა­ტა­ცე­ბებ­ზე შე­და­რე­ბით ნაკ­ლებს სა­უბ­რო­ბენ. ცნო­ბი­ლია, რომ მას უყ­ვარ­და სპორ­ტი, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ჭი­და­ო­ბით – ის­ტო­რი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ლინ­კოლ­ნის სპორ­ტულ­მა მიღ­წე­ვებ­მა მისი, რო­გორც ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სის იმი­ჯის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შეს.

აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი 1809 წელს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ფერ­მე­რე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ქოხ­ში, სა­დაც აშშ-ის მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი გა­ა­ტა­რა, არც შუ­შის ფან­ჯრე­ბი იყო, არც ნორ­მა­ლუ­რი ავე­ჯი. რთუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ის მშობ­ლებს სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ებ­ში ეხ­მა­რე­ბო­და და მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბებს მი­ეჩ­ვია: კა­ფავ­და ტყეს, ჭრი­და შე­შას. საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ მო­ე­მა­ტა, რო­დე­საც 9 წლის ასაკ­ში დედა და­კარ­გა.

მისი გა­სა­ო­ცა­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე თვალ­სა­ჩი­ნო იყო – უკვე მა­შინ, თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, დიდი იყო. 16 წლის ასაკ­ში ლინ­კოლ­ნი 188 სმ იყო, ხოლო როცა სრულ­წლო­ვა­ნი გახ­და, უკვე 193 სმ. ამას­თან, ის სა­ერ­თოდ არ ამა­ყობ­და ასე­თი აღ­ნა­გო­ბით. ფი­ზი­კურ მუ­შა­ო­ბას წიგ­ნე­ბის კი­თხვას ამ­ჯო­ბი­ნებ­და.

კითხვის გაგრძელება

Back to top button