
ნიუ-იორკი, უამრავი კულტურისა და ენის ქალაქი, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და ოცნებებს ისრულებს, ზოგჯერ უსიამოვნო მოვლენების ეპიცენტრიც ხდება. სწორედ ასეთი ამბავი დატრიალდა მანჰეტენზე მდებარე ქართულ რესტორან “Mamali NYC“-ში, რომლის მფლობელი, ქართველი გოგონა მარიამი, უხეში მომხმარებლის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამის თაობაზე მასალას “ნიუ იორკ პოსტი” ავრცელებს.
როგორც ირკვევა მარიამს კლიენტმა ინგლისური აქცენტის გამო დასცინა და უთხრა, რომ “კარგად უნდა ელაპარაკა“. ინციდენტს, რომელიც მარიამმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გააზიარა, მალევე ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მოჰყვა.
- კონფლიქტი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა
როგორც უკვე ვთქვით, ვიდეო, რომელიც მარიამმა რესტორნის TikTok-ის გვერდზე ატვირთა, უსიამოვნო სიტუაციას ასახავს.