
ტრაგედია დატრიალდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, სადაც ახალგაზრდა კაცი კრაზანის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 30 წლის ცოტნე ნაჭყებიაა.
როგორც ოჯახის მეზობელმა განაცხადა, ახალგაზრდა ალერგიული იყო და მწერმა ძილის დროს უკბინა, ამიტომაც ვერ მოასწრო დახმარების თხოვნა.
“უსაყვარლესი ბიჭი იყო ცოტნე, განადგურებულები ვართ მომხდარით. შინ იყო, ტრაგედია რომ მოხდა, ეძინა, ისე უკბინა კრაზანამ… ვერ მოუსწრო სასწრაფომ. ალერგიული იყო თურმე. ცოლის მოყვანას აპირებდა, ქორწილს გეგმავდა და ეს უბედურება დატრიალდა“, – ამბობს იგი ambebi.ge-სთან.
წყარო: ambebi.ge