
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ამისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა. როგორც ცნობილი გახდა, დაკავებულთა შორის არის მომღერალი ხატია წერეთელი (ირმა კურტანიძე), რომელსაც სალონი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე აქვს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათ შორის ხატია წერეთელი, პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს სისტემატურად ეხმარებოდნენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათ ფართებს უთმობდნენ.
ამავე საქმეზე, მომღერლის ახლო მეგობარი, გურამ არუთინაშვილი აცხადებს, რომ მომხდარი მისთვის წარმოუდგენელია და მიიჩნევს, რომ საქმე კონკურენტების მიერ არის მოწყობილი. მისი თქმით, მასაჟის სალონში მსგავსი არაფერი ხდებოდა, ის მხოლოდ მასაჟებს აკეთებდა და ყველა თანამშრომელი ქართველი იყო
– მე და ხატია საუკეთესო მეგობრები ვართ. თავზარი მაქვს დაცემული, ჩემთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. მე იმ სალონში, თბილისში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მსგავსი არაფერი ყოფილა. ის არაფერს მიმალავს, ჩვენ ყველანაირ თემაზე გახსნილად ვსაუბრობდით. მგონია, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია კონკურენტების მხრიდან. ხატია დიდი ხანია ამ სფეროშია, სამკურნალო, სარელაქსაციო მასაჟებს აკეთებს და მგონია, რომ ამ ყველაფერს როგორც მოწყობილს ისე დავარქმევდი.
ჩემი იქ ყოფნისას ხშირად მიუღიათ კლიენტები და მსგავსი არაფერი ყოფილა. ხატიასთან ჩინელებს არ უმუშავიათ, მხოლოდ ქართველები იყვნენ. ადგილზე სწავლობდნენ და შემდეგ საქმდებოდნენ.
– გურამ შენ თუ გაგიკეთებია ხატიას სალონში მასაჟი?
– დიახ, გამიკეთებია და ძალიან კარგ მასაჟებს აკეთებენ. არის სპეციალური ოთახები გამოყოფილი, სადაც პროცედურა ტარდება.
– როდის დააკავეს?
– ხატია ბოლოს სამი დღის წინ ვნახე, ეს დღეები ანაკლიაში იყო. მისი შვილიც არ გამოდის კონტაქტზე. ძალიან კარგი შვილი ჰყავს, პროგრამისტია, საიტები აქვს და რეკლამებს ჰყიდის სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებზე, გამოვრიცხავ, რომ მისი შვილი დაკავებული იყოს.
ambebi.ge