
სამხრეთ შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში კაზინოებთან დაკავშირებული თაღლითობის გამო, ქართველი კაცი დააკავეს.
შვეიცარიაში, 39 წლის კაცი და მისი თანამზრახველები, სავარაუდოდ, რულეტკის აპარატების მართვის სისტემებზე მანიპულირებდნენ, შედეგად დაკავებულმა კაცმა ბანდის კიდევ 6 წევრთან ერთად დაახლოებით 75 000 შვეიცარიული ფრანკი მოიპარა.
დაკავებული ქართველი მანამდე საფრანგეთში მსგავსი დანაშაულისთვის იყო გასამართლებული. ის ციხიდან გათავისუფლებისთანავე შვეიცარიის ხელისუფლებას გადასცეს. ის ამჟამად შვეიცარიაში პატიმრობაში იმყოფება და თაღლითობისა და ქონების დაზიანების გარდა, ასევე ბრალი ედება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ ფედერალური კანონის დარღვევა.
ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბრის ბოლოს, ლუგანოს კაზინოში უჩვეულო ინციდენტი დაფიქსირდა. რამდენიმე მოთამაშემ მოკლე დროში მიაღწია თვალსაჩინო მოგებას ავტომატური რულეტკის აპარატებზე. შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ეს განზრახ მანიპულირების შედეგი იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს არა ადგილობრივი დანაშაული, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით მოქმედი ბანდა იყო.
ჯგუფის ლიდერი, ცოტა ხნის წინ, სომხეთში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი გაიცა. ამჟამად ბანდა ძირითადად დაშლილად ითვლება.