"ბავშვები შეესწრნენ ამ ამბავს..." - კიდევ ერთი ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი: თბილისში 37 წლის მამაკაცმა 34 წლის მეუღლე მოკლა - bbcnews.ge
კრიმინალი

“ბავშვები შეესწრნენ ამ ამბავს…” – კიდევ ერთი ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი: თბილისში 37 წლის მამაკაცმა 34 წლის მეუღლე მოკლა

ფე­მი­ცი­დის კი­დევ ერთი უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი თბი­ლის­ში, ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში მოხ­და. 37 წლის მა­მა­კაც­მა 34 წლის ცოლს ბლაგ­ვი საგ­ნით არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ქალი, სამ­წუ­ხა­როდ, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, დამ­ნა­შა­ვე კი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს.უწყე­ბამ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია უკვე გა­ავ­რცე­ლა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ქ. და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მე­უღ­ლეს – 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ა.კ.-ს, ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის “კ” ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს,” – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში

წყვილს 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის თქმით, ისი­ნი შე­ეს­წრნენ და­ნა­შა­ულს. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ნი­კო­ლოზ ქრის­ტე­სი­აშ­ვი­ლია.

“შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ მომ­ხდა­რით. ალი­ნას დიდი ხა­ნია პი­რა­დად ვიც­ნობ და და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სიფ­რი­ფა­ნა, ძა­ლი­ან კარ­გი, საყ­ვა­რე­ლი, სა­ოც­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, თბი­ლი გოგო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა იყო…” გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

Back to top button