
22 აგვისტოს მკვლელობა მოხდა თბილისში. გამოძიების ინფორმაციით, 25 წლის ქალმა 22 წლის მეუღლე მოკლა. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
AMBEBI.GE-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მოკლული ბიჭის დედასთან ინგა ესართიასთან, რომელიც კატეგორიულად უარყოფს გოგოს დედის ვერსიას.
– ქალბატონო ინგა, თეკლას დედის ინტერვიუ თუ მოისმინეთ…
– ნეტა არ მომესმინა, ნუთუ ღმერთის არ ეშინია. მკვდარია ჩემი შვილი და კიდევ ამხელა ტყუილს რომ აბრალებენ.
– ლუკამ როდის გაგაცნოთ თეკლა?
– მე პოლონეთში ვიყავი ლუკამ, რომ მასთან ურთიერთობა დაიწყო და ტელეფონით გამაცნო. მაშინ მითხრა, მეგობრები ვართო. ამ გოგომაც მითხრა, მე და ლუკა მეგობრები ვართო. თეკლამ მითხრა, ლუკა რომ გავიცანი, ჩემთან სახლში ვქეიფობდით და წავიყვანეო. არ ვიცი, რა გაუკეთა იქ ჩემს შვილს, ბოლოს არავინ უნდოდა. ერთი და ჰყავს და იმასთან, რომ დაერეკა უფლებას არ აძლევდა.
– ერთად ცხოვრობდნენ?
– დიახ, თეკლას დაბადების დღეზე ჩემს შვილს ხელი უთხოვია. ვიდეოდან გავიგე. თეკლას დაუწერია, რაც მინდოდა ის შევასრულეო. ლუკას გარეშე არ შეეძლო, ყველგან დაჰყვებოდა. დაახლოებით 6 თვე იყვნენ ერთად. განაგრძეთ კითხვა>>>