„ვაი, შენს დედას, ლუკა... რა დღეშია, ნეტა იცოდე...“ - თბილისში მოკლულ ბიჭს გლოვობენ - bbcnews.ge
საზოგადოება

„ვაი, შენს დედას, ლუკა… რა დღეშია, ნეტა იცოდე…“ – თბილისში მოკლულ ბიჭს გლოვობენ

თბილისში, საცოლის მიერ მოკლულ ლუკა დარასელიას გლოვობენ. 

„ვაი, შენს დედას, ლუკა… რა დღეშია, ნეტა იცოდე… ვიზიარებ ყველას მწუხარებას, უფალმა ნათელი და სანთელი არ მოაკლოს მის სულს“;

„რა უბედურებაა, ვაი დედაშენს და გამზრდელ ბებიას. სიბერეში როგორ გაამწარე…“;

„ნათელი და სანთელი შენს უბოროტო სულს, ლუკა, რატომ, ღმერო…“;

„დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს და შენ კი ჩემო გოგო, ინგა, ამ სიმწარისთვის მენანები. შენ საოცარი დედა და მეგობრობა შეგეძლო. როგორ მტკივა, ვიზიარებ…“ – წერენ მოკლულის ახლობლები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

Back to top button