,,ღმერთო, მშვიდობიანი დილა გაუთენე ხარაგაულს” - bbcnews.ge
საზოგადოება

,,ღმერთო, მშვიდობიანი დილა გაუთენე ხარაგაულს”

,,სწრაფი რკინიგზაც კარგია და ავტობანიც, მაგრამ… ბუნებასთან ბრძოლა, ბუნებასთან უხეში შეხება ვის მოუგია? ,,ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა.”

ღმერთო, მშვიდობიანი დილა გაუთენე ხარაგაულს.” – წერს სოციალურ ქსელში ხარაგაულელი თეა ტალახაძე. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ხემაღალსა და ღვერკში, დაახლოებით, ორი თვის წინ, მეწყრული პროცესების გააქტიურება დაიწყო.

გუშინ, ღვერკსა და ხემაღალში ჩამოწოლილმა მეწყერმა, მდინარე ყარნება ჩახერგა. ადგილობრივები ამბობენ, წყალი თუ დაგუბდა და შემდეგ ჩამოწოლილი მასა გაარღვია, პირველ რიგში, სოფელ ლაშეს დააზიანებს. საფრთხეს შეუქმნის თბილისი-ბათუმის რკინიგზას. ასე რომ, საფრთხე სერიოზულია, რაც მოსახლეობაში პანიკური შიშის საფუძველს ჰქმნის.

Back to top button