სკოლის ექსკურსიის დროს, ექვსი მოსწავლე დაიხრჩო და 24 დაშავდა - bbcnews.ge
მსოფლიო

სკოლის ექსკურსიის დროს, ექვსი მოსწავლე დაიხრჩო და 24 დაშავდა

ეგვიპტის სანაპიროზე, სკოლის ექსკურსიის დროს, ექვსი მოსწავლე დაიხრჩო და 24 დაშავდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრიის პლაჟზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მას შემდეგ გაგზავნეს, რაც ინფორმაცია მიიღეს, რომ წყალში ბავშვები იხრჩობოდნენ.

მიუხედავად მასშტაბური სამაშველო ოპერაციისა, რომელშიც 16 სასწრაფო დახმარების ავტომობილი მონაწილეობა, აბუ ტალატის სანაპიროზე, პოპულარულ ტურისტულ ადგილას 6 ადამიანი გარდაცვლილად გამოცხადდა.

Back to top button