"დაღუპულია ტაქსის მგზავრი" - თბილისის ზღვაზე ერთმანეთს ტაქსი და სატვირთო შეეჯახა - bbcnews.ge
შემთხვევა

“დაღუპულია ტაქსის მგზავრი” – თბილისის ზღვაზე ერთმანეთს ტაქსი და სატვირთო შეეჯახა

თბილისის ზღვაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მგზავრი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესიუსს“ შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: “ჩემი ქალაქი მკლავს”

Back to top button