
მკვლელობა მოხდა თბილისში. 25 წლის ქალმა მეუღლე მოკლა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
- AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული ბიჭი ლუკა დარასელიაა, ხოლო დაკავებული ქალი თეკლა გერსამია.
ახლობლების ინფორმაციით, ლუკა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელიდან იყო. გვიყვებიან, რომ წყვილი ერთად თბილისში ცხოვრობდნენ. რა მოხდა ზუსტად მკვლელობის დღეს ეს არავინ იცი.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული თეკლა გერსამიას ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ გოგონა მეორედ დაოჯახდა. მათი ინფორმაციით მისი პირველი ქმარი ციხეშია.
“თეკლა ტიკ-ტოკერია. ერთი შვილი ჰყავს, გოგონა.. პირველი ქმარი ციხეში ჰყავს… როგორც ვიცი მას და ლუკას ბინა ნაქირავები ჰქონდათ” – გვიყვებიან გოგონას ნაცნობები.
ჩვენ ვესაუბრეთ სოფელ დარჩელის მცხოვრებლებსაც. სწორედ ამ სოფლიდან იყო ლუკა:
“ლუკა დარსალიაა, ძალიან კარგი ახალგაზრდა. ჩვენს სოფელში დაამთავრა სკოლა და მერე თბილისში წავიდა. მისი დედა არის ამ სოფლიდან და აქ იზრდებოდა. ისიც არ ვიცოდით, რომ ლუკას ცოლი ჰყავდა. გავიგეთ ეს საშინელი ამბავი, დეტალები ჯერ არ ვიცით. თავიდან ითქვა, რომ იმ გოგოს ყოფილმა ქმარმა მოკლაო, ქალმა რომ ჩაიდინა მკვლელობა ეს არ ვიცოდით. ახლა თქვენგან გავიგე ეს ამბავი. ჯერ გადმოსვენებული არ არის ცხედარი და დეტალები ჩემთვის უცნობია. თვითონ მოკლულ ახალგაზრდას ძალიან კარგად დავახასიათებ, იქ რა მოხდა, ამაზე ვერ ვისაუბრებ” – გვიყვება ახლობელი.