
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცის ცხედარი 21 აგვისტოს, ტყეში საღამოს საათებში იპოვეს. დაღუპული ახალგაზრდა ალექსანდრე მაჭავარიანია.
როგორც აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე, ვაჟა ყულიჯანიშვილი “სამხრეთის კარიბჭესთან” ამბობს გარდაცვლილი ობსერვატორიაში არ ისვენებდა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
“არ ვიცით, რა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული თავის არეში”, – ამბობს დავით მერაბიშვილი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
“ყველანაირად სიცოცხლით სავსე იყო, განათლებული, ჭკვიანი, ზრდილი და გაწონასწორებული ბიჭი წავიდა. არ ვიცით რა მოხდა. დიდი ტრაგედიაა” – ამბობენ ახლობლები.