
ბათუმში რკინიგზის სადგურიდან 300 მეტრში, ეს ვიდეო გვიან მომაფიქრდა რომ გადამეღო.
გადაღების დაწყებამდე 7 მანქანა გაძვრა თან ჩართული მაქვს მარჯვნივ მოხვევის ციმციმა და წინ გადამიხტნენ ვითომ მე დებილი და გოიმი როგორ ველოდებოდი მატარებლის გავლას.
ზუსტად ის ადგილია დაახლოებით 2 კვირის წინ რომ მატარებელი დაეჯახა ავტომობილს და 3 საათი გაჩერებული იყო. ამას ყურადღება არ უნდა მიექცეს?
მძღოლები ხო შეუგნებლები არიან და ჯარიმებით უნდა შეაგნებინო, მერე დაიწყებენ “რას მასწავლი ბიძი აქ დავდივარ დღე და მოსწრება შენზე უკეთ ვიცი რას მოვასწრებ და რას არა” – წერს მოქალაქე ანონიმურად “ფეისბუქ” ჯგუფში “ქალაქის პრობლემები” და ვიდეოს ავრცელებს.