
საგარეჯოს რაიონის სოფელი პატარძეული პატარა რატის გლოვობს. მოზარდს რამდენიმე დღის წინ ავტომობილი დაეჯახა, ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმედღიანი მკურნალობის მიუხედავად, მოზარდი გარდაიცვალა.
“სამწუხარო ინფორმაცია, საშინელ ტრაგედიას რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა პატარძეულში, რატის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დიდი ბრძოლის მიუხედავად ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და დაგვტოვა… ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას, სიტყვებიც კი უძლურია ასეთ დროს!ნათელში იყოს შენი სპეტაკი სული, პატარა ბიჭო!“ – ავრცელებს ფეისბუქ გვერდი “საგარეჯო“.
ავტომობილს სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა.