დაიძინა მშვიდად და ვეღარ გაიღვიძა  - სვანეთში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ - bbcnews.ge
საზოგადოება

დაიძინა მშვიდად და ვეღარ გაიღვიძა  – სვანეთში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

სვანეთში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ, ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი ავრცელებს:

“გიორგი ზაურის ძე ნიჟარაძემ

20 აგვისტოს დაიძინა მშვიდად და ვეღარ გაიღვიძა ..

გლოვობს უშგული, ტირის მისი სამეფო მურყვამი, ცრემლებს აფრქვევს ენგური მის დაწყებულ ახალ მშენებლობას და ნაღვლიან სამგლოვიარო სიმღერას აყოლებს..

უშგულს ერთი ხმა დააკლდა,ხმა, რომელიც სიმტკიცეს და სიმართლის ძალას ატარებდა.

ურყევი და სამართლიანი ბიჭი იყო გიორგი, სოფელს რომ ავსებდა თავისი საქციელებით , მისი სიტყვა რომ ფასობდა ახალგაზრდებში ისეთი .

ახლა შენი სიჩუმე უფრო ხმამაღლა გუგუნებს გიო , ვიდრე შენი ხმამაღალი სიტყვა ოდესმე.

ისეთი ადამიანები, როგორიც შენ იყავი არასდროს ქრებიან,

ისინი სოფლის სახსრებსა და ბილიკებში ილექებიან,

მეხსიერებაში კი მტკიცე სვეტებად დგანან, რომელთაც ვერანაირი დრო ვერ ამოშლის.

გიორგი წავიდა უშვილოდ, მაგრამ მისი გზა არ არის უძირო,

მისი ფესვები უშგულის ახალგაზრდებში სამუდამოდ დარჩება.

ასე იქცევა კაცი ხსოვნად, რომელიც სოფლის სულს ავსებს.

სანამ უშგულზე მზე ამოიწვერება და თოვლი ქედებიდან ჩამოიწურება გიორგის ხმა იქ იქნება, როგორც სიმართლის ძალა, როგორც სიმტკიცის სიმბოლო.

დედას და დის ერთი გიორგი, რომელიც წავიდა ამ ქვეყნიდან…

ეს არის ტკივილი, რომელსაც სიტყვა ვერ იტევს.

როცა ოჯახს ერთი საყრდენი აკლდება, მთელ სამყაროს თითქოს ეცლება საყრდენი.

გიორგი იყო ის სიმტკიცე, რომელზეც დედის თვალები მშვიდდებოდა და დის სული იმედს პოულობდა.

სიტყვები და ნუგეში დღეს უძლურია, მაგრამ ხსოვნა უძლეველია და სიმართლის ძალა, რომელსაც გიორგი ატარებდა, ცოცხალია.

გიო, შენმა სიკვდილის ექომ ისეთი ხმა დატოვა, როგორც ჭიუხებიდან მოვარდნილმა ჭექა-ქუხილმა და მყინვარის ნაპრალებიდან ამოხეთქილმა ქარიშხალმა.

მშვიდად განისვენე ჩვენო გიო,

ჩვენო ფიშტო” – წერს გულნაზი ჭელიძე.

Back to top button