
ბორჯომში მომხდარი ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპული – ზურა გელაშვილი “ქართული ოცნების” ახალციხის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ყოფილი მოადგილე ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მინდა მწუხარება გამოვხატო ახალციხეში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადგილობრივი ახალგაზრდის სიცოხლე ემსხვერპლა.
ერთ-ერთი მათგანი “ქართული ოცნების” ახალციხის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ გელაშვილია.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახს და მეგობრებს” – წერს ზურა ხაჩიძე.
ცნობისთვის, ბორჯომის შესასვლელთან, 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ერთმანეთს “ტოიოტას” მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.