ცნობილია, ბორჯომში ავარიისას დაღუპულების ვინაობა - bbcnews.ge
შემთხვევა

ცნობილია, ბორჯომში ავარიისას დაღუპულების ვინაობა

ბორ­ჯომ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ტო­ი­ო­ტას მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი და ტრა­ი­ლე­რი შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი კი და­შავ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი “სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს” უყ­ვე­ბი­ან, რომ მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილ­ში ხუთი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. ავა­რი­ის შემ­დეგ, თავ­და­პირ­ვე­ლად სამი და­შა­ვე­ბუ­ლი ბორ­ჯო­მის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ედი მარ­კო­სი­ა­ნი და ზურა გე­ლაშ­ვი­ლი.

“დიდი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს ახალ­ცი­ხე­ში. უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი და უკარ­გე­სი წე­სი­ე­რი ბი­ჭე­ბი გა­მოგ­ვაკ­ლდნენ.  ძმა­კა­ცე­ბი იყ­ვნენ” – უყვებიან ამბები.ge ს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

მომ­ხდარ­ზე შსს–მ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ–ს 276–ე მუხ­ლის მერ­ვე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

Back to top button