
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ხელოვანი ქალბატონი, მოცეკვავე-მსახიობი, დამსახურებული პადაგოგ-ქორეოგრაფი, ქედის მუნიციპალიტეტის ანსამბლ „ათინათისა“ და ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „გაზაფხულის“ ხელმძღვანელი ნაზიბროლა (ნაზი) დევაძე და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, აღსაზრდელებს და აღზრდილებს, საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
