
ქედის ცენტრთან მისვლამდე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: “აჭარის მაუწყებელი”