"დარჩა ლეგენდის შესასვლელში სამარადჟამოდ..." - ლაშა ღლონტი მამუკა ჩარკვიანს ემშვიდობება - bbcnews.ge
საზოგადოება

“დარჩა ლეგენდის შესასვლელში სამარადჟამოდ…” – ლაშა ღლონტი მამუკა ჩარკვიანს ემშვიდობება

მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც მამუკა ჩარკვიანს ემშვიდობება:

“ფერისცვალებას ფერი იცვალა გენიოსმა და დარჩა ლეგენდის შესასვლელში სამარადჟამოდ, ვიდრე საქართველო იარსებებს!” – წერს ლაშა ღლონტი.

ცნობისთვის,ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ “ლიგას” პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის “მწვანე რტოები” (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის “მაღლა და მაღლა” (1999), ოქროს დისკი ნომინაცია – წლის საუკეთესო სიმღერა – სიმღერებისთვის: “ჩემი აღარა ხარ”, “გაზაფხული, “აპრილი” და “დედის ჯერი”. 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.

2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით

Back to top button