„დედისერთა იყო...“ - ავარიისას ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია - bbcnews.ge
შემთხვევა

„დედისერთა იყო…“ – ავარიისას ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთ დაღუპული ახალგაზრდა 24 წლის ლაშა ქირიაა.

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას

წყარო: პრაიმტაიმი

Back to top button