"ცხენს ასტკივდა ფეხი, უეცრად მოიკეცა" - ვინ არის ბიჭი, რომლის კადრებმა ინტერნეტი მოიარა - bbcnews.ge
საზოგადოება

“ცხენს ასტკივდა ფეხი, უეცრად მოიკეცა” – ვინ არის ბიჭი, რომლის კადრებმა ინტერნეტი მოიარა

ბახ­მა­რო­ში დო­ღის ტრა­დი­ცი­ას გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მას შემ­დეგ სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად 19 აგ­ვის­ტოს იმარ­თე­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც წელს ყო­ფი­ლა, 19 აგ­ვის­ტოს, კუ­რორტ ბახ­მა­რო­ში, ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დოღი გა­ი­მარ­თა და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო… დოღს და­ეს­წრო მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მოხ­და დოღ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბა.

“ჩვე­ნი რწმე­ნის, ჩვე­ნი მი­წის, მა­მუ­ლის, ენის, იდენ­ტო­ბის, კულ­ტუ­რის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ფასი არ აქვს არა­ნა­ირ თა­ვი­სუფ­ლე­ბას თუ ეს სა­უნ­ჯე ყო­ველ­თვის თან­მდე­ვი არ იქ­ნე­ბა” – ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ბახ­მა­რო­ში, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ხალ­ხო სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და ტრა­დი­ცი­ულ დოღს, შვი­ლებ­თან ერ­თად და­ეს­წრო.

დოღს ინ­ცი­დენ­ტის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. ინ­ტერ­ნე­ტი მო­ი­ა­რა კადრმა, სა­დაც ჩან­და მხე­და­რი რომ ცხე­ნი­დან გა­და­ვარ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თორ­ნი­კე ბერ­ძე­ნიშ­ვილს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სარ­კვე­ვად თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დით:

თავს უკე­თე­სად ვგრძნობ, უბ­რა­ლოდ ხელი მაქვს ნატ­კე­ნი. ბი­ნა­ზე ვარ, ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა არ დამ­ჭირ­ვე­ბია.

– დოღ­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?

– არა, შვი­დი წლი­დან დოღ­ზე ვარ.

განაგრძეთ კითხვა

Back to top button