ავარია ახალციხეში - არის მსხვერპლი - bbcnews.ge
შემთხვევა

ავარია ახალციხეში – არის მსხვერპლი

ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა. 

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ინფორმაციით – „ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს ავტომობილში შუახნის მამაკაცის გვამი დახვდა“.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით გვამი უკვე ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. მისი ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ტრამვა არ აღენიშნება.

შსს–ს განმარტებით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

Back to top button