
ფოთელმა ქეთევან სურმავამ Naec-ის მიერ გამოქვეყნებულ სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე უმაღლესი ქულა აიღო და ჯამში მსოფლიოს ერთდროულად 8 უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აქედან 7 უნივერსიტეტში – 100-პროცენტიანი დაფინანსებით.
1. Charles University – 100% დაფინანსებით (ჩეხეთი, პარაღა) ფაკულტეტი Faculty of Social Sciences (წოდება Bachelor in Economics and Finance).
2. Cambridge – 70% დაფინანსებით, ეკონომიკის ფაკულტეტი.
3. Middlesex University Dubai – 100% დაფინანსებით. ფაკულტეტი BA (Honours) Accounting & Finance programme.
4. University of Salamanca – 100% დაფინანსებით (ესპანეთი). ფაკულტეტი Faculty of Economics and Business.
5. American University in Bulgaria – 100% დაფინანსებით. (აღნიშნულ უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 9 სტუდენტი ჩაირიცხა და ერთ-ერთი ქეთევანია). ძირითადი პროგრამა Business Administration, მაინორი Business Communications and Public Relati 2 ფაკულტეტზე.
6. Anglo-American University – 100% დაფინანსებით. პრაღა School of Business Administration, ფაკულტეტი People Management and Leadership.
7. Vrije Universiteit – 100% დაფინანსებით. ბრიუსელი, ფაკულტეტი: Social Sciences and Solvay Business School.
8. Modul University – 100% დაფინანსებით. ვენა, ფაკულტეტი: International Management.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში “ფოთი ჩემი ქალაქი” გამოქვეყნდა.
როგორც ქეთევან სურმავა სოციალურ ქსელში წერს, დაუსრულებელი შრომის, მოთმინებისა და საკუთარი თავის დაუღალავი რწმენის შედეგად, იქ არის, სადაც ოდესღაც მხოლოდ ოცნებად წარმოედგინა.
“მიყვარდა სწავლა, ოცნებად მქონდა “თავისუფალ უნივერსიტეტში” სწავლა თუმცა გზამ სხვა მიმართულებით წამიყვანა: მუდმივი კონკურსები, პროექტები, თბილისში განუწყვეტელი სიარულით გამოწვეული დროის ნაკლებობა და ფაქტი, რომ მასწავლებლებთან თითქმის არ მივლია. (მე-11 კლასში საკუთარი ძალა დაუღალავ შრომაში დავხარჯე, ღამეების თევა ჩვეულებად მექცა, მაგრამ საბოლოოდ იქ ვერ მოვხვდი, სადაც ყველაზე მეტად მსურდა). ეს მძიმე იყო, რადგან გულში დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შრომა 100%-იან გრანტს იმსახურებდა.
2025 წლის აგვისტო.
ერთი წლის შემდეგ, დაუსრულებელი შრომის, მოთმინებისა და საკუთარი თავის დაუღალავი რწმენის შედეგად, იქ ვარ, სადაც ოდესღაც მხოლოდ ოცნებად წარმომედგინა. დღეს ჩემი მიღწევაა – მსოფლიოს 8 უნივერსიტეტი, მათ შორის Vrije Universiteit Brussel, რომელიც სიმბოლურად მახსენებს იმ ოცნებას, რომელიც ერთ დროს მიუწვდომელი მეგონა, რადგან ამ უნივერსიტეტის სახელიც “თავისუფალი უნივერსიტეტია”.
რა ვისწავლე: ოცნება არ არის უბრალოდ სიტყვა – ოცნება არის ძალა, რომელიც ცხოვრებას გარდაქმნის.
დიდი მადლობა ყველას! თქვენი სითბო და კეთილი სურვილები ჩემთვის უდიდესი ძალაა. თითოეული კომენტარი და მესიჯი მაძლევს ენერგიას, კიდევ უფრო მეტი მონდომებით ვიბრძოლო ჩემი მიზნებისთვის.
(ჩემს არჩევანს მოგვაინებით გაგიზიარებთ)” – წერს ქეთევან სურმავა.