"სად ხარ, სად? გამოჩნდი რა გთხოვ" - მე-6 დღეა, ბათუმში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ - bbcnews.ge
საზოგადოება

“სად ხარ, სად? გამოჩნდი რა გთხოვ” – მე-6 დღეა, ბათუმში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

მე-6 დღეა, ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს, საბა ხარებავას ეძებენ

“გთხოვთ ყურადღება!

საბა ხარებავა, 36 წლის, დაიკარგა 13 აგვისტოს, ბათუმში, საღამოს 7 საათზე. მას შემდეგ ოჯახს არ დაუკავშირდა.

ოჯახი დიდი შეშფოთებით ეძებს მას და თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დაკარგვის დღეს ეცვა: შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე აკეცილი), შავი ადიდასის ბოტასები.

თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ: 555 455 670 ან 558 656 911

გთხოვთ ყურადღებით დაათვალიეროთ ფოტო, რომელიც პოსტს ერთვის.

თქვენი გაზიარება და დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია — თითოეული ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.” – წერს ნანული დარჯანია.

“ფეისბუკზე” სტატუსს ავრცელებს საბა ხარებავას ოჯახის ახლობელიც:

“სად ხარ, სად? გამოჩნდი რა გთხოვ” – წერს ის.

Back to top button